суббота, 19 декабря 2009 г.

  1. პროექტის სახელი: სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება და გამწვანება.
  2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია II-ის მოწოდების თანახმად, წლის განმავლობაში დაირგოს 12 ნარგი 12 მოციქულის სახელზე,მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში ვიზრუნებთ სკოლის ეზოს დასუფთავებასა და გამწვანებაში.
  3. პროექტის სრული აღწერა: მასწავლებელი, მოსწავლეების მონაწილეობით გაზაფხულზე ატარებს ღონისძიებას ,,12 ნერგი 12 მოციქულის სახელზე.“ სკოლის ეზოში (ან მის მიმდებარე შემოგარენში) დაირგვება სხვადასხვა ჯიშის ხეთა ნერგები. მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ მზრუნველობითი დამოკიდებულება გარემოს სიყვარულისადმი. იმსჯელებენ მათ თავისებურებებზე, კვლევის, სააზროვნო, უნარ-ჩვევების განვითარებაზე, რელიგიური კულტურის ჩამოყალიბებაზე, რაც გამოუმუშავებს მოსწავლეებს საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელებას და თანატოლების ჩართვას აქცია-ღონისძიებაში.
  4. მონაწილეთა ასაკი: IV კლასი
  5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობა, კითხვა-პასუხი, პრეზენტაცია, გაკვეთილის შეჯამება-შეფასება.
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება,შეიქმნას: გამწვანდება გარემო და ხელს შეუწყობს ატმოსფეროს გასუფთავებას მავნე გამონაბოლქვებისაგან.
  8. სარგებელი სხვებისთვის: მიიღებენ მონაწილეობას გარემოს გასუფთავებაში და მოსახლეობას და თანატოლებს მისცემენ სანიმუშო მაგალითს.
  9. სამუშაო ენა: ქართული
  10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: დაუკავშირდებიან მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სკოლების მოსწავლეებს და მისცემენ აქციის სახეს.
  11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნება
  12. პროექტის ფასილიტატორი: დარეჯან დოლიძე
  13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: darejan.dolidze@gmail.com
  14. პროექტის ვებ გვერდი: http://daro-darejandolidze.blogspot.com/